
შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა - სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები მომხმარებელს მოემსახურება, თუმცა მთავარი შეზღუდვები ძალაში რჩება, რადგან მთავრობამ მათი არცერთი მთავარი მოთხოვნა არ გაითვალისწინა - ეს ეხება სამუშაო საათებს და სამუშაო დღეებს.
მაღაზიები მომხმარებელს, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათიდან საღამოს შვიდ საათამდე მიიღებენ.
უცნობია ისიც, როდის მოხსნის მთავრობა შეზღუდვას ტრანსპორტზე.
ბიზნესი კონკრეტულ გეგმას და მუშაობის საშუალებას ითხოვს. წინ მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდია. მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, როდის შეძლებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სარესტორნო ბიზნესი მუშაობის განახლებას.
რა იხსნება და რა არა 1 თებერვლიდან - სია სრულად