ხელისუფლების ახალი განაჩენი მოსახლეობას - საქსტატმა ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი -  საქართველოში ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა. პროდუქტები, რომელიც მოსახლეობის ნაწილისთვის საოცნებო იყო, ახლა საერთოდ ხელმიუწვდომელი ხდება. საქსტატის მონაცემებით, საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები 7 პროცენტით გაიზრდა, რითაც წლევანდელი წლის რეკორდი მოიხსნა. ასევე, გაძვირებულია ფასები მგზავრობასა და პირველადი მოხმარების ნივთებზეც.

ოპოზიცია  ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს და ამაში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს.  ხელისუფლების  ოპონენტები მმართველი გუნდის უპასუხისმგებლო ქმედებებზე საუბრობენ და ფასების ზრდას არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

„ ხელისუფლება თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის, თავისი კორუფციული მიზნებისათვის ეწევა ბიუჯეტის ფლანგვას და ამ ბიუჯეტის შემთხვევაში, რაც ხელისუფლებამ ახლა მიიღო, სადაც ასეულ მილიონობით იფლანგება არაეფექტიანად  და უყაირათოდ და ამ ხარჯების დიდი ნაწილი მიმართულია კომუნისტური საარჩევნო მიზნებისათვის, ფასების ზრდა ვერ შეჩერდება, ლარის კურსის ვარდნა ვერ შეჩერდება, საჭიროა რადიკალური ზომების მიღება. ხელისუფლება, რომელიც მომავალი არჩევნებისათვის აკეთებს ყველაფერს და შემდეგ არჩევნების მერე, ასე ვთქვათ, არ აინტერესებს არც ხალხის, არც ქვეყნის და არც ეკონომიკის ბედი, ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლება,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

ინფლაციის ფუნდამენტურ მიზეზებზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. ბაქრაძე  მთავარ პრობლემად ეკონომიკური ზრდის გაჩერებას ასახელებს და ხაზს ისევ ხელისუფლების უნიათობას უსვამს.

„ ფასების გაძვირება არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს მოსახლეობის გაღარიბებას და რეალურად, თუ ინფლაცია არ გაკონტროლდა და არ შეჩერდა, თუ ფასების ზრდა არ შეჩერდა, აზრი არ აქვს იმ მცირეოდენ ნაზრდებს, რომელსაც ხელისუფლება ჰპირდება ადამიანებს, 20 თუ 30 ლარით გაზრდილ პენსიას, ან რაღაც სოციალურ დახმარებას, თუ ამ თანხას მაშინვე შეჭამს გაზრდილი ფასი. ამას აქვს ფუნდამენტური მიზეზები, მთავარი მიზეზი ეს არის ეკონომიკური ზრდის გაჩერება და თუ ჩვენ დავთვლით საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს დოლარში, დავინახავთ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი არ გაზრდილა, რაც არსებული ეკონომიკური ზრდა არ ჰყოფნის ქვეყნის შემოსავლების გაზრდას და თუ არ გაიზარდა ქვეყნის შემოსავალი და გაიზარდა მხოლოდ ლარის მასა, ლარი მუდმივად გაუფასურდება. აი, ეს არის ფუნდამენტური პრობლემა დღევანდელ საქართველოში, რასაც ხელისუფლება ვერ ახერხებს,  სწრაფი ეკონომიკური ზრდის არ არსებობა. ამის შედეგია ლარის გაუფასურებაც, ამის შედეგია ფასების ზრდა,“ -განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი