დედა, რომელიც საკუთარი 3 წლის შვილის ცემაშია ბრალდებული, სოციალური სააგენტოს მიერ ჩამორთმეული ბავშვების დაბრუნებას ითხოვს.
ხათუნა ობოლაძე "მთავართან" ამტკიცებს, რომ ის კარგი დედაა და პროვოკაცია მისმა ყოფილმა მეუღლემ მოუწყო, რომელსაც შვილების წართმევა სურს.
ვინ აიღებს მცირეწლოვან ბავშვებზე პასუხისმგებლობას, ამ თემაზე უნდა იმსჯელოს დღეს ხაშურის საქალაქო სასამართლომ.
შეგახსენებთ, მედიაში 29 იანვარს გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ სცემს დედა, ხათუნა ობოლაძე თავის შვილს. ჟურნალისტებს ვიდეო მოძალადე ქალის მეგობარმა გადასცა, რის შემდეგაც შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.