ძალადობა მცირეწლოვან ბავშვზე - მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებში ჩანს თუ როგორ სცემს დედა, ხათუნა ობოლაძე თავის შვილს. ჟურნალისტებს ვიდეო მოძალადე ქალის მეგობარმა გადასცა, რის შემდეგაც შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
ხათუნა ობოლაძის თქმით, ვიდეოს გადამღები პირი "მოგზავნილია".
"გამაღიზიანა სპეციალურად, რომ მე ბავშვისთვის დამერტყა, რომ გადაეღო ეს ყველაფერი და გადმოეგზავნა მამისთვის... კი პირველი შემთხვევა იყო. ერთხელ იყო იმიტომ, რომ დღეს ჟურნალისტებმა მეზობლები დაკითხეს, მთელი კორპუსი. სამსართულიან კორპუსში ვცხოვრობ და დადასტურეს ის, რომ მასი სახლს ძალიან თხელი კარები აქვს და ელემენტარული ყვირილის ხმაც გამოვიდოდა, მაგას ჩვენც არ ვაპატიებდითი, მაგრამ ეგო ყველამ კარგად ვიცითო, რომ ეს იყო მოგზავნილი", - ამბობს ხათუნა ობოლაძე
ხაშურის სასამართლომ 6 შვილის დედას, ბავშვებთან მიახლოება ერთი თვით აუკრძალა. მცირეწლოვნებს ახლა სოციალური სამსახურის მზრუნველობისა და ყურადღების ქვეშ არიან.