აგრარული ბაზრების დახურვის და გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ მოქალაქეები ქსელურ მარკეტებში პროდუქტის გაძვირებაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

აგრარული ბაზრების დახურვის და გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქეებმა ფინანსური გადარჩენის ბოლო იმედიც დაკარგეს.

თითო-ოროლად შემორჩენილ გარემოვაჭრეს მერიის მუნიციპალური სამსახური მუშაობის შეჩერებას კატეგორიულად სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც დაზარალებულ თვითდასაქმებულებს სოლიდური ჯარიმები ემუქრებათ.

გარევაჭრობასთან ერთად აიკრძალა საბითუმო საწყობებისა და მაღაზიების მუშაობაც. დაკეტილია დეზერტირების ბაზარი. ადგილი, სადაც სოციალურად დაუცველი და დაბალი შემოსავლების მქონე მომხმარებელი აუცილებელ პროდუქტს ყველაზე იაფად ყიდულობდა. მოსახლეობის ეს კატეგორია ფაქტობრივად შიმშილის ზღვარზეა.

დრამატული სხვაობის მიუხედავად, მოქალაქეები შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული ხდებიან საჭირო პროდუქტი გაცილებით ძვირად, ქსელურ მარკეტებში შეიძინონ.

სიძვირის მიუხედავად, დაკეტილი ბაზრობებისა და საბითუმო საწყობების შემდეგ, ხალხი ავტომატურად მაინც მარკეტებს მიაწყდა. ჰიპერმარკეტ „კარფურში“ პროდუქცია უწყვეტ რეჟიმში შეაქვთ და საწყობიც მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

  • კიტრის ყიდვა ცოტა ხნის წინ  - 2 ლარად 25 თეთრად შეიძლებოდა, დღეს კიტრის ფასი 2,95 -ია
  • თითქმის გაორმაგდა კარტოფილის ფასი -1,15 ის ნაცვლად 1 კილოგრამში ახლა 2,10 თეთრის გადახდა მოგიწევთ.
  • 1 ლარით გაძვირდა ივანიშვილის კუთვნილ კარფურში ქათმის და პომიდვრის  ფასებიც.
  • 3 ლარი და 85 თეთრი გახდა ის ვაშლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ 2 ლარისა და 60 თეთრი ღირდა.
  • 75 თეთრით გაძვირდა კარაქი და 50 თეთრით საპონიც, რომელიც ახლა ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი პროდუქცია გახდა.

საკრებულოს დეპუტატი დარწმუნებულია, რომ იაფიანი პროდუქტის გაქრობისა და მომხმარებლის ქსელურ მარკეტებში გადამისამართება ხელოვნურად მართული პროცესია და ამ ყველაფრის უკან ქვეყნის არაფორმალური მმართველი დგას.

მერიის მუნიციპალური ინსპექცია კი დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დადის და მოსახლეობას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.  

დედაქალაქის მთავარი სავაჭრო მოედანი ისედაც დაცლილია - მოვაჭრეები სახლში გაუშვეს, მყიდველები აღარ არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი