
ეკონომიკის ექსპერტები იანვრის თვის ინფლაციის გაზრდულ ნიშნულზე საუბრობენ და სამომავლოდაც არ გამორიცხავენ პროდუქტზე ფასის მატებას.
თავის მხრივ, მოვაჭრეები შემცირებული მოთხოვნის მიზეზად სიძვირესა და კოვიდრეგულაციებს, მათ შორის, გაჩერებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ასახელებენ.
"ცეცხლი უკიდია ყველაფერს... ხორცი, ხილი, ყველი, ზეთი. აღარ გვყოფნის პროდუქტზე გამოყოფილი თანხა", - ამბობს ერთ-ერთი მყიდველი.
ეკონომისტები ამბობენ, რომ "ხსნა იქნება ხელისუფლების მხრიდან გადასახადებისა და ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბეჭდვის შემცირება".
აქვე გეტყვით, რომ ეროვნულმა ბანკმა დღეს მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მიმდინარე ინფლაცია 2.8%-ია. მათი შეფასებით, "პანდემიის დასაწყისის შემდეგ ინფლაცია შემცირდა. თუმცა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ ინფლაციის რისკის მინიმიზაციაზე ფოკუსირებული რჩება"
ავტორი: ნინო გიგაური