ეს არის ის საზოგადოება, რომელიც ამ პარკში იკრიბება, სვამს, ღრეობს - "გრინსერვისი" ე.წ. წითელი ბაღის დაზიანებაზე

გამოქვეყნდა:

კომპანია, რომელმაც ე.წ. წითელ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, ბაღის დაზიანებას რეაბილიტაციიდან 1 წელიწადში, მოსახლეობას აბრალებს. "გრინსერვისში" ამბობენ, რომ ამჟამად ბეტონის საფარს კეთილი ნებით ცვლიან:

საფარს ვცვლით ჩვენი ხარჯით, დამტვრეულია სკუტერებით, ჩვეულებრივი ავტოდრომი აქვთ. ეს არის ჩვენი კეთილი ნება...ეს არის სამწუხაროდ ის საზოგადოება, რომელიც ამ პარკში იკრიბება, სვამს, ღრეობს - ამბობს ლაშა ფურცხვანიძე, "გრინსერვისის" ხელმძღვანელი.

ოპოზიცია და კორუფციის თემაზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ ამგვარი ტენდერები კორუფციული გარიგებების შთაბეჭდილებას ტოვებს, მითუმეტეს, რომ გრინსერვისი ე.წ. შავ სიაშიც იყო შეყვანილი და მისი მფლობელები 2013 წელს კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს.

თავად კახა კალაძე კი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ვერც იხსენებს და ტენდერებში ყველანაირ კითხვის ნიშნებს გამორიცხავს.

გოძიაშვილის ბაღის რეაბილიტაციაში 2 მილიონი დაიხარჯა, სამუშაოები 1 წლის წინ დასრულდა, თუმცა ბილიკებზე დაგებული მასალა დალპა, გრანიტის ფილები კი დატყდა.

გოძიაშვილის ბაღს “წითელ ბაღად” სასეირნო ბილიკზე დაყრილი წითელი ქვიშის გამო მოიხსენიებენ, მაგრამ კალაძემ ეს ადგილები ბეტონით მოაპირკეთა, რის შემდეგაც ბაღში მტვერი დგება.

უხარისხოდ შესრულებულ სკვერში- ძვირადღირებული სკამებიც დადგეს, რომელშიც თითოში 2000 ლარია გადახდილი.

შეგახსენებთ, ენმ-ის წევრისა და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, სწორედ "გრინსერვისს უკავშირდება პარლამენტის ტერიტორია შემოსაზღვრა და ასევე, სანქცირებული, ირანული კომპანიისგან ნაყიდი თეთრი ქვების დაყრა აეროპორტის აეროპორტის გზაზე.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი