იმერეთის გუბერნატორმა ბიუჯეტის ფულით სახლში სტუმრები მიიღო.
მოქალაქეებს რეგიონის პირველი პირის სტუმრებისთვის გაშლილი სუფრა 1200 ლარი დაუჯდათ.
ე.წ. "დელივერის" ფუქნციით სახლში კერძების გამოძახებას და სტუმრების გამასპინძლებას ზვიად შალამბერიძე ადასტურებს.
"ჩვეულებრივი დელივერით ვსარგებლობთ, მე არ მახსოვს რომელი ინდ–მეწარმეა, სხვადასხვა კომპანიების მომსახურებით, რა დაინახეთ ამაში უცნაური, სად მოიტანეთ უხერხულია, იყო ჩემს სახლში" – ამბობს ზვიად შალამბერიძე
იმერეთის გუბერნატორი არ ასახელებს სტუმრების ვინაობას, ასევე უცნობია ზუსტი მენიუც, რითაც სტუმრებს გაუმასპინძლდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ გუბერნატორს ხელფასი რამდენიმე ათასობით ლარი აქვს და სირცხვილია, როცა ის სტუმრებს ბიუჯეტის ფულით სუფრას უშლის.