"თავისუფლება ზაზა გახელაძეს" - ბათუმში სოლიდარობის აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქცია გამართეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა.

"აბაშიძე-კარასინის სერიული სერიალი”, "თავისუფლება ზაზა გახელაძეს" - ამ შინაარსის ბანერები აჭარის მთავრობის სახლის წინ გამოფინეს.

"ალტერნატივამ" აქცია თავისუფლების კვარტალში მოაწყო, სადაც 24 საათიან რეჟიმში 3 თვეა 31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. აქციის ბოლოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ხათუმა ბერიძემ, პროტესტის ნიშნად ვლადიმერ პუტინის სურათი დაწვა. 

ამ თემაზე: 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი