ჯანდაცვის ექსპერტები და პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის მიერ "ფეისბუქზე" გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობენ, სადაც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი "მავნებლებს" უწოდებს იმ ექსპერტებს, რომლებსაც მისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ კოვიდპანდემიის კონტერქსტში ხელისუფლების მხრიდან გასატარებელი ზომების შესახებ.
"არ ვიცი, რა ინსტანცია არიან ასეთი, რომ არც ექიმების აზრს ითვალისწინებენ, არც საზოგადოების და ზოგადად, მათი "დამსახურებით" დაინგრა ეს ქვეყანა. ქვეყანა არის ჭაობში და დღეს რომ უსაფუძვლოდ ვართ ჩაკეტილები, ეს ამირან გამყრელიძის კისერზეა", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი კი ინფექციონისტებს მოუწოდებს, დიალოგი დაიწყონ ექსპერტებთან.
"ეს ადამიანები, რომლებიც ესწრებიან მმართველი პარტიის თითქმის ყველა ღონისძიებას, ყველა თავყრილობას, ჩვენ გვიწოდებენ მავნებლებს... ამხელა წერილების წერაზე ადვილია - დავსხდეთ, ვისაუბროთ", - აცხადებს ვატო სურგულაძე.
შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძეს უკვე გასცა პასუხი სერგო ჩიხლაძემ, რომელიც ერთერთია მათგან, ვისაც ინფექციონისტი ღიად დაუპირისპირდა.