მიიღეთ ეს ადამიანი პოლიტსაბჭოში - თენგიზ ცერცვაძის Facebook-პოსტის შემდეგ, სერგო ჩიხლაძე "ოცნებას" მიმართავს

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ისევ სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლებს უპირისპირდება, ვისაც კოვიდ ვითარების შეფასებიბისას თენგიზ ცერცვაძისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მან პოსტი "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.

"პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და რამდენიმე პოლიტიკურად ანგაჟირებული ან ამბიციადაუკმაყოფილებელი ექიმი ცდილობენ დაამკვიდრონ საზოგადოებაში აზრი, რომ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის თვალსაზრისით უმძიმესი სიტუაცია"- წერს თენგიზ ცერცვაძე. 

მის პოსტს უკვე უპასუხა ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ, რომელიც ცერცვაძემ თავის პოსტში მოიხსენია. 

"მივმართავ "ქართულ ოცნებას", ირაკლი კობახიძეს: მიიღეთ ეს ადამიანი პოლიტსაბჭოში და დავისვენებთ ჩვენც, თვითონაც დაისვენებთ და ყველამ, შესაძლოა, მეტი სარგებელი ვნახოთ ბატონი თენგიზის გაწევრიანებით პოლიტსაბჭოპში", - თქვა სერგო ჩიხლაძემ 

თენგიზ ცერცვაძეს მკაცრი ლოქდაუნების მაგალითებად, თავის პოსტში,  მოჰყავს ევროპის რამდენიმე ქვეყანა, სადაც, მისი თქმით, უფრო მკაცრი კოვიდშეზღუდვებია, ვიდრე საქართველოში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი