
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ბიზნესსექტორს მიმართავს და ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს არ ურჩევს.
"ზოგადად ბიზნესს არ ვურჩევდი ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს. ის, რომ ჩვენ ახლა თანდათან შემსუბუქებას ვაკეთებთ, ეს, რა თქმა უნდა, არ არის რაიმე სახით ჩვენზე ზეწოლის შედეგი, არამედ ეს ჩვენი გეგმაზომიერი ნაბიჯებია, რაზეც წინასწარ განვაცხადეთ. ჯერ კიდევ 25 იანვარს შედგა მთელი ეკონომიკური გუნდის შეხვედრა სარესტორნო ინდუსტრიასთან, სადაც ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში დავაკვირდებით ვითარებას და შემდეგ გადავდგამთ მომდევნო ნაბიჯს. სწორედ ასეც მოვიქეცით. ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ წამოვიდა, ამიტომ შევძელით და 15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეებია გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში", - ამბობს ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრი ამბობს იმასაც, რომ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული რესტორნების შიდა სივრცეებს გახსნა. მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესს თანამშრომლების ტესტირებაში შესაძლებელია სახელმწიფო დაეხმაროს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, "სირცხვილიას" ორგანიზებით
დაუმორჩილებლობის მარში გაიმართება.