გაძვირებული დენი - ელექტროენერგიაში გადახდილი თანხის დიდი ნაწილი ოდიოზურ ბიზნესმენებთან მიდის

გამოქვეყნდა:

იანვრიდან ელექტრო ენერგიის გადასახადმა 4 თეთრით მოიმატა. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს განსაკუთრებით პანდემიის დროს თავის რჩენა უჭირთ. მომატებული გადასახადების პირობებში,როგორ მოახერხებენ ვალდებულებების შესრულებას არ იციან. არ გამორიცხავენ, რომ უმრავლესობა გადაუხდელობის გამო უშუქოდ დარჩეს. რთულ მდგომარეობაში ჩავარდა ბიზნესიც. ისედაც გაკოტრების ზღვარზე მყოფ მეწარმეებს ერთი კილოვატის ღირებულება 14 თეთრით გაეზარდათ.

რატომ გაგვიძვირდა დენი? ამ კითხვას ელიტურ კორუფციამდე მივყავართ. მოქალაქეების მიერ ელექტრო ენერგიაში გადახდილი თანხის სოლიდური ნაწილი ხელისუფლებასთან დაახლოებული შუამავლების ჯიბეში ილექება.

ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული იმპორტიორებულ დენზე, მათ შორის რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან. ორივე შემთვევაში კი გარიგება იდება შუამავლი კომპანიების საშულებით და ფულიც სწორედ მათ ანგარიშებზე მიდის. ამ გაზულუქებული შუამავლების მფლობელები კი ხელისუფლებასთან დაახლოებული ოდიოზური ბიზნესმენები არიან.

სემეკი ივნისის თვეში დენის გადასახადს კიდევ გადახედავს და არ არის გამორიცხული, რომ გადასახადები კიდევ გაიზარდოს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი