ნამახვანჰესის მშენებლობას გარემოს დამცველებიც გააპროტესტებენ - აქციის 105-ე დღე რიონის ხეობაში

გამოქვეყნდა:

პროტესტის 105-ე დღე რიონის ხეობაში მასშტაბური აქციით ჩაივლის - სამოქალაქო აქტივისტებთან და რიონის ხეობის მცველებთან ერთად პროტესტს გარემოს დამცველებიც შეუერთდებიან.

"დღეს ველოდებით მთელი საქართველოდან ადამიანებს. მოვითხოვთ, რომ კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა. ტერიტორიის 99 წლით გადაცემა ამ კომპანიისთვის უნდა გაუქმდეს", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ვარლამ გოლეთიანი.

სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში, წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.

ქუთაისის შემდეგ, იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5  მეტრის სიმაღლის ტალღით. 

ცნობისთვის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია 30 იანვარს პოლიციამ დაარბია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი