საქართველო-რუსეთის სარაგბო ჯახში, პირველი ტაიმის შემდეგ, ნულოვანი ფრეა

გამოქვეყნდა:

საქართველო-რუსეთის სარაგბო ჯახში, პირველი ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე საფეხბურთო ანგარიში 0:0 ანთია. საქართველოს ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ორჯერ გადაიდო, რუსეთს კი საქართველო 24-ედ უპირისპირდება.

ამ ურთიერშეხვედრების ისტორიაში საქართველო ყოველთვის უდიდეს უპირატესობას ფლობდა - ბორჯღალოსნებმა მეტოქე ზედიზედ 18 შეხვედრაში დაამარცხეს.

რაც შეეხება 7 თებერვლის შეხვედრას, რუსეთის ნაკრების შოტლანდიელი მწვრთნელი, ერთერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ "უკვე დროა, გამოწვევა გავუგზავნოთ ქართველ ბორჯღალოსნებს" და ამტკიცებდა, რომ რუსი მორაგბეები მოედანზე დამარცხების ფსიქოლოგიით გასვლას არ აპირებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი