ბორჯღალოსნებმა პირველი ლელო დადეს - საქართველო-რუსეთი 7:0

გამოქვეყნდა:

საქართველო-რუსეთის სარაგბო შეხვედრაში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მაყურებლების გარეშე ტარდება, ქართველმა მორაგბეებმა ანგარიშის გახსნა მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხეს. 

ლელო ვასილ ლობჟანიძემ დადო, გარდასახვა კი ზუსტად აბჟანდაძემ შეასრულა. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა ორჯერ გადაიდო, რუსეთს კი საქართველო 24-ედ უპირისპირდება.

ამ ურთიერშეხვედრების ისტორიაში საქართველო ყოველთვის უდიდეს უპირატესობას ფლობდა - ბორჯღალოსნებმა მეტოქე ზედიზედ 18 შეხვედრაში დაამარცხეს.

რაც შეეხება 7 თებერვლის შეხვედრას, რუსეთის ნაკრების შოტლანდიელი მწვრთნელი, ერთერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ "უკვე დროა, გამოწვევა გავუგზავნოთ ქართველ ბორჯღალოსნებს" და ამტკიცებდა, რომ რუსი მორაგბეები მოედანზე დამარცხების ფსიქოლოგიით გასვლას არ აპირებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი