გარემოვაჭრეებს ყვავილების გაყიდვა აუკრძალეს – აქცია ქუთაისის მერიასთან

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიასთან გარე მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ, მათ მერიამ ყვავილების გაყიდვა აუკრძალა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი წლებია ქუჩაში ყვავილებს ყიდიან და ოჯახს სწორედ ამ გზით არჩენენ.

მეყვავილეების თქმით, მათ მერიის ზედამხედველობის უფროსმა სამუშაო ადგილიდან მაგიდების აღება მოსთხოვა და უთხრა რომ ყვავილები მიწაზე დაეწყოთ და ისე გაეყიდათ. რის შემდეგაც, მერიის თანამშრომელმა ალაგებულ დახლებს სურათები გადაუღო და მეყვავილეებს განუცხადა, რომ საერთოდ არ ჰქონდათ ვაჭრობის უფლება და ტერეტორია უნდა დაეცალათ.

"ქუთაისის ბიუჯეტში შეიტანეს ცვლილებები და უკვე სახეზეა რა მიდგომები აქვს ხელისუფლებას, 1 600 000 ლარი შენობების გარემონტებაში დაიხარჯა, ეს არის უზნეობის მწვერვალი" – ამბობს გოგი წულაია ქუთაისის მერიასთან

გარე მოვაჭრეების ნაწილს ყვავილები სესხით აქვს ნაყიდი, ისინი მერიას თხოვენ ერთადერთი შემოსავლის წყარო შეუნარჩუნონ.

აქციის მონაწილეებს მერთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ, ქუთაისის მერი ამ დროისთვის თავის კაბინეტშია.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი