აქტივისტები, რომელმაც 6 თებერვალს კომენდანტის საათი დემონსტარციულად დაარღვიეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ.
ყველა მათგანი უწყებამ 2 ათასი ლარით დააჯარიმა, ნაწილი კი ვინც დაუმორჩილებლობა ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მეორედ გამოუცხადა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხებიან. დაჯარიმებულებს შორის, სამოქალაქო აქტივისტების გარდა, პოლიტიკური პარტიების წევრებიც არიან.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჯარიმებს არ გადაიხდიან და გაასაჩივრებენ, ხოლო დაუმორჩილებლობის აქციებში ისევ მიიღებენ მონაწილეობას.
"საბჭოთა მილიცია ხართ ჩვეულებრივი, მათი სამართალმემკვიდრე ხართ. ჩვენი გადახდილი გადასახადებით იღებთ თქვენ ხელფასებს და ადამიანების მიმართ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება დანაშაულია", - განაცხადა პარტია "გირჩის" წევრმა ნიკა მოსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციის რვა მონაწილე გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის 2 000 - 2 000 ლარით დაჯარიმდა. ხოლო გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის განმეორების გამო 19 პირის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო.