დაუმორჩილებლობის აქციის 8 მონაწილე დაჯარიმდა, 19-ზე სისხლის სამართლით გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციის რვა მონაწილე გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის  2 000 - 2 000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 24 პირზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, ხოლო გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის განმეორების გამო 19 პირის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო. 

მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც  იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ დაჯარიმებული სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თანხას არ გადაიხიდან.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი