ქუთაისის მერიამ მეყვავილეებს დახლების დასატოვებლად ერთი კვირა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დარბევით და დაკავებებით დაემუქრა.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა მეყვავილეებს უთხრეს, რომ ტერეტორია სასწრაფოდ უნდა დატოვონ, თორემ ყვავილებს ჩამოართმევენ და დახლებს დაუშლიან.
თვითდასაქმებულების თქმით, ისინი მინდვრის ყვავილებს წლებია ყიდიან და ოჯახს ამ გზით არჩენენ, მათ სხვა შემოსავალი არ აქვთ.
ყვავილებით მოვაჭრეები ამბობენ, რომ თუ მერია მათ ყვავილების გაყიდვას აუკრძალავს ისინი აქციებს გამართავენ.