
ააიპ “გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრის” 206 200 ლარის ოდენობის დაფინანსებიდან ცენტრის ფუნქციას - კულტურული და სადღესასწაულო ღონისძიებების მოწყობას - მხოლოდ 2 800 ლარი მოხმარდა, დანარჩენი - 194 900 ლარი კი ხელფასებზე გაიხარჯა. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
შესაბამისად, 2018 და 2019 წლებში “მეგობრობის ცენტრმა” საკუთარი ბიუჯეტის 1%-ზე ოდნავ მეტი დახარჯა მიზნობრივად.
აღსანიშნავია, რომ გარდაბანში კულტურულ ღონისძიებებს მერიის შესაბამისი სამსახური აფინანსებს და გაურკვეველია, რატომაა აუცილებელი ცალკე ამ ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება.