საწვავი ბოლო ერთ თვეში 15 თეთრით გაძვირდა. ზაფხულის შემდეგ კი ფასმა ჯამში 60 თეთრით მოიმატა. 100 დოლარით გაიზარდა საწვავის ღირებულება საერთშორისო ბაზარზეც, რაც საქართველოზეც აისახება. ლარის გაუფასურების გამო კი ბენზინსა და დიზელზე ფასის მატებას კიდევ ელოდებიან.
მცირე მეწრამეებს, მათ შორის, თონეებს შემოსავალი ყოველდღიურად უმცირდებათ. დიდი საცხობებისგან განსხვავებით, მათ სუბსიდირების პროგრამა არ ეხებათ, შეღავათებით ვერ სარგებლობენ და ერთი ტომარა ფქვილის ყიდვა 68 ლარად უწევთ.
თავის მხრივ, ხორბლის ფასი ისტორულ მაქსიმუმზეა მსოფლიო ბაზარზე. ახლა მოსახლეობა არჩევანის წინაშე დგას - ან ქარხნის პური უნდა შეიძინოს, რომელიც სუბსიდირების გამო ფასს არ აძვირებს, ან თონის გაძვირებული ლავაში და შოთი.
ეკონომისტები ისევ ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ, რომელიც ლარს აუფასურებს, მოსახლეობას აღარიბებს და ზრდის უმუშევრობას.
ისინი მმართველ გუნდს კვლავ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას და ქამრების შემოჭერას ურჩევენ, თუმცა არ აქვთ არანაირი მოლოდინი, რომ მათ რეკომენდაციებს გაითვალიწინებენ.