პატრიარქს ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს - მეუფე მელქისედეკი სინოდის სხდომამდე

გამოქვეყნდა:

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი სინოდის დღევანდელ სხდომამდე ამბობს, რომ პატრიარქს ვერავინ ვერასდროს შეეხება. ეპისკოპოსს არ დაუკონკრეტებია რა თემებზე იმსჯელებენ სინოდის წევრები.

"პატრიარქს ვერავინ ვერ შეეხება ვერასდროს, პატრიარქი იქნება ყოველთვის, ყველაფერს გაიგებთ და პატრიარქს ვერავინ ვერ შეეხება", - თქვა მეუფე მელქისედეკი ხაჩიძემ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, წინა სინოდის სხდომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საპატრიარქოში მღვდელმთავრები კვლავ შეიკრიბებიან. ზუსტად უცნობია რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, თუმცა სავარაუდო თემებს შორის სახელდება კორონავირუსის პანდემია და ტესტირება, პეტრე ცაავას განკვეთის საკითხი და ეპარქიებში ახალი მღვდელმთავრების დანიშვნა. 

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სინოდზე პატრიარქის გადაყენების საკითხზეც იმსჯელებდნენ, თუმცა ამ საკითხს კატეგორიულად უარყოფს საპატრიარქო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი