ტყიბულში, მეშახტეების მიწისქვეშა პროტესტს მიწის ზემოთ მყოფი მათი კოლეგებიც უერთდებიან.გაფიცულების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომელმაც მიწის ქვეშ დარჩენილი მეშახტეები შიმშილისთვის გაწირა.
"სამი ცვლა გავიდა, მშიერია ხალხი, 300 მეტრის სიღრმეში არიან", - ამბობს ერთერთი მეშახტე.
მეშახტეები ხელფასის მომატებას ითხოვენ: "ძალიან შემცირდა თანხა, ერთ "ნარიადზე" 30-40 ლარი არაფერი არ არის", - ამბობს გაფიცული მეშახტე.
"იანვრის თვის ხელფასი საკმაოდ დაბალი ტარიფით დაიხურა. ახლა კომპანიასთან მიდის მოლაპარაკება. კომპანია მზად არის შექმნას კომისია, რომელიც იმსჯელებს, რის საფუძველზე განისაზღვრა ასეთი დაბალი ტარიფია". - აცხადებს მეშახტე ონისე საბანაძე.
ადმინისტრაციას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პროტესტის მეორე დღე - მეშახტეები 300 მეტრის სიღრმეში რჩებიან