სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე და რუკებზე იმსჯელა - პირველი კომენტარი სხდომის შემდეგ

გამოქვეყნდა:

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 11 თებერვლის სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. მღვდელმთავრებს ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა, რომლებმაც გარეჯის თემაზე, ვაქცინაციაზე და ზნეობრივ საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც სხდომიდან გამოსულმა მეუფე მიქაელმა განაცხადა, სინოდზე მღვდელმთავრებმა მეუფე პეტრეს საკითხზეც ისაუბრეს, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რამე გადაწყვეტილება მიიღეს თუ არა.

რაც შეეხება გარეჯს, საპატრიარქო, სავარაუდოდ, ამ საკითხის შესასწავლად კომისიას შექმნის.

"მაგ კომისიის თაობაზე ყველაფერს გეტყვით... გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, ეხლა უარყოფითს იტყვის გარეჯზე?! იყო არის და იქნება, მაგრამ დარწვრილებით ყველაფერის მოგაწვდით. 1938 წლის როგორც 1938 წელს იყო შექმნილი რუკა და იქიდან გამომდინარე თუ რაღაც გადაცდომა, 40-იან წლებში იყო, 70-იანებში თუ 90-იანებში ამას გაასწორებს ყველაფერს ის რაც საქართველოს მხარესათვის იქნება დამაკმაყოფილებელი. მეუფე გამოვა ეხლა რომელიც მოგახსენებთ ყველაფერს და თავიდან ბოლომდე ჩამოგიყალიბებთ ყველაფერს", - თქვა ფშავ-ხევსურეთის მეუფე მიქაელმა. 

კორონავირუსთან დაკავშირებით, სასულიერო პირები დღეს ერთი და იგივე განცხადებას აკეთებდნენ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ეს არაა საღვთო საკითხი. მეუფე მიქაელის თქმით, ამ საკითხზე ჯერ პროფესიონალები უნდა ჩამოყალიბდნენ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი