გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის დღევანდელი სხდომის შემდეგ ამჟამად ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს ჭყონდიდის მიტროპოლიტად დანიშნავენ.
"მთავარი არხი" მეუფე სტეფანეს დაუკავშირდა, მან ჩვენთან საუბრისას გავრცელებული ინფორმაცია არც უაყრო და არც დაადასტურა. რაც შეეხება სხდომიდან გამოსულ ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსის, მეუფე მიქაელს, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა:
"წმინდა სინოდი, ეს არის ძალიან დიდი საიდუმლო... ამ საიდუმლოში ჩვენ ყველანი ვღებულობთ მონაწილეობას და რაც იქნება უმრავლესობის ხმით მიღებული გადაწყვეტილება, ის იქნება ჯანსაღი.
- ღვთის ნება იყო სტეფანეს ჭყონდიდში მივლინება?
- რასაკვირველია, აბა ეხლა როგორ, შეიძლება მაგ შემთხვევაში..", - თქვა მეუფე მიქაელმა.
ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავას შემცვლელად თავდაპირველად მეუფე გრიგოლ კაცია დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 11 თებერვლის სინოდის სხდომა უკვე დასრულდა. მღვდელმთავრებს ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს პრესსამსახურის განცხადებით, სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა, რომლებმაც გარეჯის თემაზე, ვაქცინაციაზე და ზნეობრივ საკითხებზე იმსჯელეს.
დღეს, წინა სინოდის სხდომიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ საპატრიარქოში მღვდელმთავრები კვლავ შეიკრიბნენ.