სოფელ ოზურგეთის მოსახლეობამ სასმელი წყლის და გზის მოთხოვნით ავტომაგისტრალი გადაკეტა

გამოქვეყნდა:

დღეს დილიდან გადაკეტილი იყო ოზურგეთი–ლანჩხუთის ავტომაგისტრალი.

ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელ ოზურგეთის მონაკვეთზე საავტომობილო გზა წყლის მოთხოვნით გადაკეტა.

სოფელ ოზურგეთის მაცხოვრებლები აცხადებენ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში არაერთხელ მოითხოვეს გზა და წყალი, ოცნების ხელისუფლება მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს.

სოფელ ოზურგეთში მერიის წარმომადგენელი ბადრი თავდუმაძე ამბობს, რომ სოფელს ბევრი პრობლემები აქვს და მთავრობა მას ნელ–ნელა მოსახლეობის პრიორიტეტების მიხედვით გონივრულ ვადებში მიხედავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი