ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში ბზით ვაჭრობას დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს გარემოვაჭრეები და სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. ტაძრის წინამძღვარი ითხოვს, რომ ბზა მხოლოდ ტაძარში გაიყიდოს, გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები და უნდა ივაჭრონ. როგორც ისინი ამბობენ, მამაოები ეუბნებიან, რომ ბზით ვაჭრობა მხოლოდ ტაძრის ბიზნესია.
მღვდელი მიშლის, წადი აქედან მოშორდიო. ეს ჩემი ეზოსია. 25 კონა მაქვს მოტანილი. პურის ფქვილი მინდა და წამალი რომ ვიყიდო . თვითონ ყიდის 2 ცალს 2 ლარად და მე ამხელა კონები მაქვს"- აცხადებს ერთ ერთი გარემოვაჭრე
რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების დაცვას არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. სასულიერო პირები ამ კითხვაზე პასუხისას ამბობენ, რომ ბზა ნაკურთხია და ეს სრულიად საკმარისია, რომ ის დაცული იყოს ყველანაირი ვირუსისგან, გარემოვაჭრეების თქმით, კი მათ ბზა გასაყიდად გამოტანამდე სადეზინფექციო ხსნარში დაამუშავეს.