შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ჩინეთის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული ს.ფ. დააკავეს.
დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"დადგინდა, რომ ბრალდებული პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, ბათუმში მდებარე მასაჟის სალონში ფართს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს", - წერია ინფორმაციაში.