შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 2000 წელს დაბადებული რ.ო. დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პოლიციამ სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 1 581 კაფსულა აღმოაჩინა. რ.ო. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.