ორდღიანი ლოდინის შემდეგ გასაჯაროვებული განჩინებით ცნობილი გახდა, რომ წმინდა სინოდის წევრებმა ბოლო შეკრებაზე დავით გარეჯზე, ვაქცინაციაზე, მეუფე პეტრეზე, დეკანოზ ილია ჭიღლაძის განცხადებებზე, ბიბლიურ თავისუფლებასა და მათ სასჯელზე იმსჯელეს.
წმინდა სინოდმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქართული სამრევლოს მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის კრიტიკა "შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ" განცხადებებად შეაფასა.
"ეს არის ისევ და ისევ ის საბჭოური კლიშე, რასაც საუბედუროდ საქართველოს საპატრიარქო მიყვება 40 წელიწადია და ყველა ოპონენტს იშორებს. მუდმივად მოდიოდა წნეხი, რომ გაჩუმდი, საპატრიარქოდან, საპატრიარქოს ჩინოსნებისგან, ზოგიერთი სინოდის წევრისგან, იგივე ჩემ მმართველ ეპისკოპოსზე, საბოლოოდ, მათი მოთმინების ფიალა აივსო და ამ სინოდის ცილისწამებლური განჩინებით დასრულდა", - ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
მისი თქმით, სინოდი ეცდება სასჯელიც დააწესოს, თუმცა დეკანოზს ამის არ ეშინია. ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ მისთვის მთავარი სიმართლეა.
სინოდის განჩინება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.