+100.000 ღარიბი ერთ წელში - ხელისუფლება სიღარიბის ზრდას პანდემიას აბრალებს

გამოქვეყნდა:

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა - დაახლოებით 100 ათასით მოსახლით გაიზარდა.

მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სოციალურ მდგომარეობას წინა ხელისუფელბასთან შედარებით უკეთ მართავენ. 

"ჩვენ ბევრად მეტ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს შევძელით დავხმარებოდით, ვიდრე ეხმარებოდნენ ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე. თუმცა ფაქტია, პანდემიამ, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში გამოიწვია ეკონომიკური პრობლემები...", - თქვა ბექა დავითულიანმა

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებას" მოსახლეობა დაავიწყდა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.   

"რა თქმა უნდა, გაიზარდა რამდენჯერმე იმ ადამიანების რიცხვი, ვინც იღებს შემწეობას. ხელისუფლებამ უგულებელყო ქართველი ხალხის ნება და გააყალბა არჩევნები. ჩვენი მოლოდინი არის წელსვე ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები რადგან მოსახლეობა და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ ეტაპს", - ამბობს ზვიად ქვლივიძე.

მიმდინარე წლის მხოლოდ, იანვრის თვეში რეკორდულად გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც სახელმწიფოს 60 ლარიან შემწეობაზეა დამოკიდებული.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი