ქვეყანა სულ უფრო სწრაფად მიდის სიღარიბის ჭაობში და ამის შესაჩერებლად ხელისუფლება არათუ არაფერს აკეთებს. პირიქით ზოგჯერ თავადვე აჩქარებს ამ პროცესს.
მაგალითად უნარშეზღუდულ პენსიონერებს უჩერებს შემწეობას იმის გამო, რომ რამდენიმე დღე იმუშავეს დამლაგებლად. ბებიას ართმევს შვილიშვილს და მიჰყავთ თავშესფარში, სწორედ სიღარიბის გამო. ასეთი ფაქტები სულ უფრო ხშირად ხდება ჩვენს გვერდით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობის შეზღუდვების და ეკონომიკის დაკეტვის გამო 500 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამსახური.