ჩემთვის მთავარი ფული კი არა, ეს მიწაა - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები უკანდახევას არ აპირებენ

გამოქვეყნდა:

ლალი ეფემიძე ერთ ერთია ვინც უკვე 100 დღეზე მეტია ნამახვანში აქციაზე დგას და თავს რიონის ხეობის მცველს ეძახის. მთელ ხეობასთან ერთად თავის საკუთრებასაც იცავს. ზედ ხეობასთან მცირე მიწის ნაკვეთი წინაპრებისგან ერგო. სწორედ ამ მიწის ნაკვეთში თურქული კომპანია "ენკა", რომელიც ნამახვანჰესს აშენებს, 80 ათას ლარს სთავაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთადერთი შემოსავალი ხაჭაპურის გაყიდვით ნაშოვნი კაპიკებია, შეთავაზებაზე უარი თქვა. 

მაკა სულაძე კი გვეუბნება რომ არანაირი კომპენსაციის სანაცვლოდ თავის კერძო საკუთრებას ჰესის მშენებელ კომპანიას არ დაუთმობს. დარწმუნებულია, რომ ამით არა მხოლოდ საკუთარ მიწას არამედ მთელ ხეობას იცავს.  

რიონის ხეობაში უზარმაზარი ჰესის აშენების სიკეთეში ვერც მაკა სულაძე და ვერც აქციის სხვა მონაწილეები ხელისუფლებამ ვერ დაარწმუნა. პირიქით  ისინი დარწმუნებულები არიან რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მთელი რიონის ხეობა განადგურდება. სპეციალისტების პროგნოზი კი გაცილებით უფრო კატასტროფულია. 

რა მეცნიერულ დასკვნებზე დაყრდნობით შენდება ნამახვანჰესი, უცნობია. როგორც სხვა ასეთი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი ესეც გასაიდუმლოებულია. უცნობია რა შეთანხმება დაიდო სახელმწიფოსა და კერძო ინვესტორს შორის. კითხვებზე პასუხის მიღება კომპანია "ენკაში" ვცადეთ, თუმცა მთავარის გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე თურქულ კომპანიაში განგაში გამოცხადდა. ჭიშკარი სასწრაფოდ ჩარაზეს და გვითხრეს რომ ადგილზე პასუხისმგებელი პირი არავინ იმყოფებოდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი