ბათუმში აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელს ირჩევენ. ფარული კენჭისყრა რამდენიმე წუთში გაიმართება. დელეგატებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევს.
კანდიდატები არიან აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი - ანზორ ლაზიშვილი და ხულოს სპორტული სკოლის დირექტორი - მევლუდ წულუკიძე.
კანდიდატების მომხრეები აჭარის განათლების შენობასთან არიან შეკრებილები და კენჭისყრის შედეგებს ელოდებიან.
თეა ვაშალომიძე