რუსეთი საქართველოს ეკლესიას ინაწილებს - როგორ ძლიერდება რუსული გავლენები

გამოქვეყნდა:

რუსეთი საქართველოს ეკლესიას ინაწილებს, ჩვენს საპატრიარქოს კი ამაზე ან საერთოდ არ აქვს რეაქცია, ან თუ აქვს, ძალიან არათანაზომიერი და თავიდანვე არაეფექტიანობისთვის განწირული.

ქართულ საპატრიარქოში რუსული გავლენები სულ უფრო ძლიერდება. 

ცხინვალში რუსებმა ახალი საკათედრო ტაძარი ააშენეს. ქართულში აღარავინ დადის, აქ კი რუსი ეპისკოპოსისგან მოვლენილი რუსი მღვდელი მსახურობს.

საპატრიარქოს პროტესტი არ გამოუთქვამს. მხოლოდ მეუფე გერასიმემ გაავრცელა წერილი, სადაც ის რუსი მღვდლისგან წირვის ჩატარებას აპროტესტებს.

აფხაზეთში რუსულმა ეკლესიამ ისე მოიკიდა ფეხი, რომ იქ უკვე განდგომილებიც გაუჩნდა.

ათონის მონასტერში გამაგრებული სასულიერო პირები პირდაპირ მსოფლიო პატრიარქისგან ელიან აღიარებას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი