"ბუდაპეშტის" აშენების სანაცვლოდ მერია ₾20 მილიონს იხდის, თუმცა თანხა ჯერ არ აქვს

გამოქვეყნდა:

თბილისის ვიცე-მერსა და ვაკის პარკში ასაშენებლ სასტუმრო "ბუდაპეშტის" ერთ-ერთ ინვესტორს შორის შეხვედრა დასრულდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მერიამ შესთავაზა ალტერნატიული მიწის ნაკვეთი ან 20 მილიონი ლარი, თუმცა უცნობია, როდის შეძლებენ თანხის გადახდას. 

"სიახლე ვერ მოვისმინე... მათ არ აქვთ სურვილი, რომ რეალურად რაღაც მოლაპარაკება შედგეს. ჩვენ მზად ვიყავით რესტორანზეც, მაგრამ გვეუბნებიან, რომ გვირჩევნია გადავიხადოთ 20 მილიონი ლარი, თუმცა გვიჭირს და ამჟამად ბიუჯეტში არ გვაქვს", - ამბობს ინვესტორი, გოგა ზაქაიძე.

 შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დღეს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით შეწყდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი