ვისაც ზამთრის საბურავები არ გაქვთ, მოძრაობისგან თავი შეიკავეთ - კალაძე, თბილისში საცობებზე

გამოქვეყნდა:

ქვეყნის მასშტაბით გზის გაწმენდითი სამუშაობი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისი სამსახურები გზებზე ტექნიკურ მარილს დილიდან ყრიან. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კახა კალაძემ ისაუბრა.

მერი ქალაქში შექმნილ საცობებსაც გამოეხმაურა.

"გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც შეიქმნა საცობები, ავტომობილების გამო ჩაიხერგა. ავტომობილებს, რომლებსაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენია.

მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ, თავი შეიკავოთ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს",- აცხადებს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია - სად აიკრძალა მოძრაობა

 ავტობანზე ტექნიკური მარილი არ ყრია - წეროვანთან მანქანები მოცურდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი