მორაგბეების აქცია კანცელარიასთან - ვეტერანი მორაგბეები და "დიდი ათის" წარმომადგენელი კლუბები დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან შეიკრიბნენ და რაგბში სახელმწიფოს ჩარევას აპროტესტებენ.
ეს მათი მხრიდან პირველი პროტესტი არ არის - ვეტერან მორაგბეებს სპორტის სფეროში და, კონკრეტულად, სარაგბო სამყაროს საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის გამო პროტესტი მანამდეც არაერთხელ გამოუთქვამთ.