
"საქსტატის მონაცემებით" 2020 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,8 პროცენტით გაიზარდა და 20,4% შეადგინა.

2020 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალამ - ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 0.5%-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 2.3%-ით.
2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67,3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1,7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 4,7 პროცენტული პუნქტით.