საქსტატი აქვეყნებს მონაცემებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების ხელისუფლების უუნარო ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელმაც წლების განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაამძიმა.

ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კლანის მოსვლის შემდეგ, 9 წლის თავზე საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 20%-ს, 300 ათასს ასცდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომისუნარიანი მოქალაქეებიდან ყოველი მეხუთე უმუშევარია.

ამ დრამატულ ფონზეც კი ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლის ნაცვლად ხალხს საზღვარგარეთ დასაქმებას ურჩევს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მონაცემებით საქართველოში უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა და საერთო ჯამში დაუსაქმებელი ხალხის რაოდენობა 20%-ია.

ქალაქში უმუშევრობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6%-ით არის გაზრდილი, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 1.0%-ით. 

საქსტატის ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობამ 79 ათასით იკლო, მათ შორის 74.6 ათასით შემცირდა დაქირავებულთა რაოდენობა, თვითდასაქმებულთა რაოდენობამ კი 5 ათასით დაიკლო.

ასევე 26 ათასით შემცირდა მთლიანად ქვეყნის სამუშაო ძალა, ხოლო უმუშევართა რიცხვი კი წლიურ ჭრილში 52.9 ათასით, 307.8 ათას ადამიანამდე გაიზარდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი