ორი ოქრო, ერთი ვერცხლი, ოთხი ბრინჯაო - ქართველ ძიუდოისტთა მონაგარი თელ-ავივის გრან სლემზე

გამოქვეყნდა:

თელ-ავივის გრან სლემიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მნიშვნელოვანი მონაგარით დაბრუნდა: ვაჟთა შორის ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი აიღო და გუნდური პირველი ადგილიც მოიპოვა. 

ძიუდოს ფედერაცია იტყობინება, რომ ოქროს მედლები ლაშა ბექაურმა და გელა ზაალიშვილმა მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის მედალი თემურ ნოზაძემ აიღო. ოთხი ბრინჯაოს მედალი კი გურამ თუშიშვილის, ილია სულამანიძის, ბექა ღვინიაშვილისა და ეთერ ლიპარტელიანის ანგარიშზეა.

რაც შეეხება ეთერ ლიპარტელიანს, ეს გრან სლემზე მოპოვებული პირველი მედალია ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი