საწვავის გაძვირებას თბილისშიც აპროტესტებენ - მსვლელობის მონაწილეები კერძო ბიზნესის აქციას რიყეზე შეუერთდებიან

გამოქვეყნდა:

თბილისში სავტომობილო მსვლელობებში მონაწილე პირები, რომლებიც საწვავის გაზრდილ ფასს აპროტესტებენ, რიყის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც სხვადასხვა საპროტესტო მოთხოვნით ტურ-ოპერატორები, სასტუმროების მფლობელები და კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ.

"ჩვენი მთავარი პროტესტი არის საწვავის ფასის ზრდა, მშვიდობიანი პროტესტი გავქვს, ყველა კანონის დაცვით, ჩემი აზრით ამ ყველაფერს შედეგი მოჰყვება და თუ არ მოჰყვა უფრო ხისტ ნაბიჯებზე გადავალთ. ყველანაირად შევეცდებით, რომ მთავრობას მივწვდინოთ ჩვენი ხმა, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქებმა, რომლებსაც პრობლემებს უქმნის საწვავის ფასის ზრდა და არამარტო, ძალიან ბევრ რაღაცასთან გავქვს პრობლემა, ლარის დევალვაციასთან, საკვები პროდუქტების ფასის ზრდასთან", - განაცხადა აქცია-მსვლელობის მონაწილემ.

რიყის პარკში შეკრებილები ადამიანები კი ეკონიმიკის მინისტრ ნათია თურნავას დაპირებებს ახსენებენ და ყველა სექტორის გახსნას მოითხოვენ.

ცნობისთვის, საწვავის გაზრდილ ფასს დღეს ბათუმსა და ქუთაისშიც აქცია-მსვლელობით აპროტესტებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი