რუსულად არა, უკრაინულად მომმართეთ! - ფრაზა, რის გამოც უკრაინელმა მწვრთნელმა ყვითელი ბარათი მიიღო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთერთი ტური სკანდალით აღინიშნა, მაგრამ ამის მიზეზი საფეხბურთო ხასიათის ან სპორტის ამ სახეობასთან დაკავშირებული რაიმე დარღვევა არ ყოფილა.

"რუსულად ნუ მომმართავთ, მოვითხოვ, უკრაინულად ისაუბროთ!", - სწორედ ამ ფრაზის გამო დასაჯა ერთერთი გუნდის უკრაინელი მწვრთნელი უკრაინელმა არბიტრმა. 

სკანდალი უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურზე მოხდა, როცა "ლვოვ არენაზე" ერთმანეთს "ლვოვი" და "კოლოსი" ხვდებოდნენ. 67-ე წუთზე "ლვოვის" მწვრთნელმა ვიტალი შუმსკიმ სათადარიგო მსაჯს ზემოთაღნიშნული ფრაზით მიმართა, ამ დროს კი შეხვედრის არბიტრმა, ეთნიკურად ასევე უკრაინელმა, მატჩის მსვლელობა შეაჩერა, შუმსკისთან მივიდა ყვითელი ბარათი უჩვენა.

მომხდარმა ფაქტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდი სკანდალი გამოიწვია. რაც შეეხება შეხვედრას, ის მასპინძლების დამარცხებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი