პოლიციამ რიონის მიმდებარედ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებენ, გზა ცოტა ხნის წინ გაუხსნა. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზაზე მჯდომარე აქცია გამართეს.
პროტესტის ამ ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც შეიტყვეს, რომ ხეობაში ასაფეთქებელი სამუშაოები იგეგმება და პოლიციამ ისინი პროტესტის ადგილას არ შეუშვა.
დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
"შეგვიზღუდეს გადაადგილება აქციის მონაწილეებს და არ გვატარებენ. ის რომ სხვა გაატარონ აქ და ჩვენ არ გაგვატარონ, ისე უნდათ გზის გახსნა. ჩვენ მოვითხოვთ, გაგვატარონ ჩვენც და გავატარებთ იმ ხალხსაც",-თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შეგახსენებთ, რომ ნამოხვანის ჰესის აშენებას ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 120 დღეა აპროტესტებს.