პოლიციამ ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა და რიონის ხეობამდე აღარ უშვებს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიცია მხოლოდ მათ მანქანას უკრძალავს გადაადგილებას, სხვა ავტომობიებს კი ჩვეულებრივ ატარებს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღეს უნდა ააფეთქონ ნამახვანის ჩანჩქერი და ესაა იმის მიზეზი, რის გამოც მათ გადაადგილებას უზღუდავენ.
"გადავადგილდებოდით, ჩვეულებრივად ჩვენი პროტესტის ადგილას, სადაც უკვე 120 დღეა ვმართავთ პროტესტს და პოლიციამ გზა ჩაგვიკეტა. გზაზე დგას ორი პოლიციელი და მარტო ჩვენ მანქანას არ ატარებენ. ყველა სხვა მანქანა ჩვეულებრივად გადაადგილდება. როდესაც ვეკითხებით, თუ რატომ აკეთებენ ასე, არ გვპასუხობენ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს აპირებენ ნამოხვანის ჩანჩქერის აფეთქებას. როგორც ჩანს, რომ არ მოხდეს ხალხის მობილიზება და რომ არ გავაშუქოთ, ამიტომ არ გვიშვებენ", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ 120-ე ღამეა, რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივებმა ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ პეტიციაც შექმენს, კომიტეტმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვებს შესაბამისმა სამინისტრომ უნდა უპასუხოს.
ამ თემაზე იხილეთ: