საწვავი ძვირდება - ექსპერტების საგანგაშო პროგნოზი

გამოქვეყნდა:

საწვავზე ფასები იზრდება და სავარაუდოდ კიდევ უფრო მოიმატებს. საგანგაშო პროგნოზს ექსპერტები აკეთებენ და ამბობენ, რომ საწვავზე მოთხოვნის გაზრდა პანდემიის გამო გაჩერებულმა ეკონომიკამ გამოიწვია. 

ფასების კორექტირება არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე დღეს დილიდან დაიწყო და ეს პროცესი ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვარაუდით, კიდევ გაგრძელდება

ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე ფასების მატება არის 15-20 თეთრი დღის დასაწყისიდან. უახლოეს დღეებში ისევ მოუწევთ ფასების მატება - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს სამ დიდ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ისინი პასუხისმგებლობას სწორედ საქართველოს მთავრობას აკისრებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი