საწვავი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება - რა და რატომ ხდება ბაზარზე?

გამოქვეყნდა:

საწვავის ფასი რეკორდულად სწრაფად იზრდება. ბოლო ორ კვირაში ბენზინის ტარიფი მინიმუმ 10 თეთრით გაიზარდა და ფასი პანდემიამდელ მონაცემს - 2.49 თეთრს, მალე დაუბრუნდება.

მაშინ, როდესაც მოქალაქეების უმრავლესობა პანდემიის და ქვეყნის სრული ჩაკეტვის გამო უმუშევრადაა დარჩენილი, გაზრდილი ტარიფები უფრო მძიმე ტვირთად აწვებათ და მთავრობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

საქართველოში საწვავის ფასი მიმდინარე წელს ბრენდირებულ სადგურებზე 15 თეთრით, ხოლო არაბრენდირებულ სადგურებზე მინიმუმ 20 თეთრით გაძვირდა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან გლობალურ ბაზრებზე ბენზინის შემთხვევაში საშუალოდ ფასი ერთ ტონაზე - 100 დოლარით არის გაზრდილი. დიზელის საწვავის შემთხვევაში ზრდა 60-70 დოლარია.

როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ფასის ზრდა მომდევნო კვირებში კიდევ გაგრძელდება.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი