რაგბის კავშირის ერთადერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად დარეგისტრირდა. იოსებ ტყემალაძე 24 მუნიციპალურმა, ანუ სახელმწიფოზე დამოკიდებულმა 24-მა სუბიექტმა წარადგინა.
ტყემალაძის სარაგბო კავშირებს მორაგბეები ვერ იხსენებენ, თუმცა კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კავშირის ერთადერთი და სამთავრობო კანდიდატი ამაყად აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კანდიდატია.