ქუთაისის მერი ყვავილებით გარემოვაჭრეებს, საფლავებიდან მოპარული ყვავილებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, იოსებ ხახალეიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"იცით გარემოვაჭრეები, რა ყვავილებს ყიდიან?! მეორად გადაწყობილ ყვავილებს. ასეთი ადგილი უნდა შევინარჩუნოთ?" - ამბობს ქუთაისის მერი.
ყვავილებით მოვაჭრეებმა ქალაქის მერის ბრალდებებს ცილისწამება უწოდეს.
შეგახსენებთ,რომ ქუთაისში ყვავილებით გარემოვაჭრეებს, მერია მუშაობას უკრძალავს.